
ჯაფარიძე: ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13:00 საათზე - კლონს ვამზადებ
04/06/2024 15:36:09 საზოგადოება
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის 7 ივნისს, 13:00 საათზე სასამართლოშია დაბარებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.
ის სოციალურ ქსელში სასამართლოს მიერ მის სახელზე გაგზავნილ ორ სხვადასხვა უწყებას აქვეყნებს.
„ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე.
კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.