Accentnews.ge
მოსამართლემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების 7 მონაწილე დააჯარიმა

მოსამართლემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების 7 მონაწილე დააჯარიმა

04/06/2024 15:32:11 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კანონდარღვევად ჩათვალა „აგენტების კანონის“ გაპროტესტების დროს 2 მაისს გმირთა მოედნის გადაკეტვა.

ამ მიზეზით მან სამართალდამრღვევად ცნო თერთმეტი ადამიანი, მათგან ოთხს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შვიდი კი 500-500 ლარით დააჯარიმა.

საქმეები მოსამართლემ 3 ივნისს განიხილა, ხოლო გადაწყვეტილება 4 ივნისს გამოაცხადა.

მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონი“ პარლამენტში 3 აპრილს დააინიციირა. მას შემდეგ თბილისის ქუჩებში ხალხმრავალი აქციები იმართება.

ორთვიანი პროტესტის დროს პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა, მათ უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები სოლიდურ ჯარიმას აკისრებენ. არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეებიც. ამავდროულად, მიუხედავად დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S