Accentnews.ge
კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში რეპუტაცია ვაშინგტონს შეელხება

კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში რეპუტაცია ვაშინგტონს შეელხება

04/06/2024 09:33:37 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში რეპუტაცია ვაშინგტონს შეელხება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია:

„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული".

ამასთან, პრემიერი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“:

"რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით“.

მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეების დასანქცირებამ მხოლოდ აშშ–ის იმიჯი შელახა:

"თავის დროზე, გახსოვთ, რომ ე.წ. სავიზო შეზღუდვები დაწესდა ოთხ მოსამართლეზე. ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე და ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი. შესაბამისად, მას ჰქონდა ნული ეფექტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო.[რეპუტაციულად] რა თქმა უნდა, ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი, ჩვენთვის არა, მხოლოდ ამერიკისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S