
რაჭაში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
03/06/2024 22:09:07 საზოგადოება
საქართველოში, რაჭაში, ონში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 10კმ, ხოლო ეპიცენტრი სოფელი ირი იყო.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
განახლება
სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში 5.1 მაგნიტუდა იყო მითითებული.