Accentnews.ge
პრეზიდენტი: ეს ვერ იქნება ცალკეული პოლიტიკური პარტიების გამარჯვების არჩევნები

პრეზიდენტი: ეს ვერ იქნება ცალკეული პოლიტიკური პარტიების გამარჯვების არჩევნები

03/06/2024 17:48:43 პოლიტიკა

საქართველოს პრზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები ვერ იქნება ცალკეული პოლიტიკური პარტიების გამარჯვების არჩევნები. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა, ან, ან-ის საკითხი დადგა ჩვენ წინაშე - ან ვაგრძელებთ, აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე, თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით - კოლაბორაციონიზმი თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ესაა სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოვებს ოკუპანთ ქვეყანასთან, რომელიც ძალიან აფასებს მმართველი გუნდის ყველა ნაბიჯს. მე მგონი, ნათელი არჩევანი დგას, ესაა ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი. მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ, მაგრამ ეს ვერ იქნება ცალკეული პოლიტიკური პარტიების გამარჯვების არჩევნები, ეს არ ნიშნავს, რომ ერთიანობა აუცილებელია, ეს თქვენი საქმეა, რა ფორმატში მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმეა. მე გთავაზობთ ერთობის ფორმულას, რაც არის ამ პროცესში, ამ დოკუმენტის ირგვლივ, ამ ვალდებულებების ირგვლივ და მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალებულებების შესრულების მიმართ. ამ როლში მე ვთვლი, რომ პასუხისმგებელი ვარ იმ ხალხის წინაშე, რომელთაგან ვიღებ გარკვეულ ნდობას იმიტომ, რომ ამ დოკუმენტში ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე: „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერენ ხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S