Accentnews.ge
პრეზიდენტი: როცა დავიწყე კონსულტაციები, მივმართე მმართველ პარტიას, თუმცა პასუხი არ მიმიღია

პრეზიდენტი: როცა დავიწყე კონსულტაციები, მივმართე მმართველ პარტიას, თუმცა პასუხი არ მიმიღია

03/06/2024 17:31:00 პოლიტიკა

საქართველოს პრზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ქარტიასთან" დაკავშირებით მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" მიმართ, თუმცა პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"იმ დროს, როცა ამას ვაცხადებდი პარლამენტში, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, ჩემთვის ნათელი იყო რომ მმართველი პარტია არ აპირებდა და არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა თუნდაც ნაწილი ამ 9 ნაბიჯისა. მაგრამ, როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები მე მაინც მივმართე მმართველ პარტიას და პირველ რიგში მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ესენიც ჩართულიყვნენ, თუ ამისი სურვილი ექნებოდათ, ამ პროცესში. რადგანაც პირველისგან პასუხი არ მიმიღია, მივმართე ახალდანიშნულ თავმჯდომარეს, იმას, რომელიც დღეს თამაშობს რაღაც შერბილებას და ვიოთომცდა რუსული კანონის წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლში დგება, რომ მე ვარ ცოტა განსხვავებული სხვებისგან. არ ვიცი რისთვის, ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ იმისგანაც არ მიმიღია არანაირი პასუხი. კონსულტაციეები ყველა მსურველისთვის ღია იყო", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე: „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერენ ხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S