
საქველმოქმედო კონცერტზე აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 348 000 ლარი შეგროვდა
03/06/2024 14:33:58 საზოგადოება
2 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე გამართული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის შეგროვებული თანხა ამ დროისთვის 348 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი იტყობინება.
2 ივნისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველმა მუსიკოსებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და აქციებზე დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად იმღერეს.
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების ათობით მონაწილე დააჯარიმეს. დაკისრებული ჯარიმები სოლიდურია – 500 ლარის 5 000 ლარამდე მერყეობს.