Accentnews.ge
რუსი დეპუტატები ქართველ კოლეგებს რუსული კანონის მიღებას ულოცავენ

რუსი დეპუტატები ქართველ კოლეგებს რუსული კანონის მიღებას ულოცავენ

03/06/2024 12:14:46 პოლიტიკა

რუსი დეპუტატები ქართველ კოლეგებს რუსული კანონის მიღებისთვის აქებენ და "ქართული ოცნების" წევრი პარლამენტარების ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო ნარატივებს სიტყვა-სიტყვით იმეორებენ.

საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულ საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არტიომ ტუროვი გამოექომაგა და განაცხადა, რომ "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებით ოფიციალურმა თბილისმა "დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და პოზიცია ევროკავშირისა და აშშ-ის წინაშე".

"საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ვულოცავ ქართველ კოლეგებს საკუთარი პოზიციის დაცვასა და არჩევანის ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გაკეთებას! ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოზე ვეღარ ახდენდნენ გარე გავლენას და ქვეყანამ შეძლოს განვითარება ზუსტად ისე, როგორც სურს ქართველ ხალხს და არა რიგ დასავლელ პოლიტიკოსებს. ჩვენ ვხედავდით რეაქციებს, როცა კანონი ჯერ მიღების პროცესში იყო: როგორი მუქარა მოდიოდა ევროპელი პოლიტიკოსებისგან, ამერიკისგან... საუბარი იყო სანქციებზე, ეკონომიკურ ზეწოლაზე... უნდა მივულოცოთ ქართველ პარლამენტარებს, რომლებიც მოიქცნენ, როგორც პროქართველი და არა როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსები. ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, რამდენი არაკომერციული (არასამთავრობო) ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში და ყველა მათგანი დასავლეთიდან ფინანსდება. ამ გზით დასავლური ფონდები უდიდეს გავლენას ახდენენ გადაწყვეტილებების მიღებაზე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს უნდა აღკვეთილიყო და აღიკვეთა, რითაც საქართველომ დასავლეთის წინაშე საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა შეძლო" - განაცხადა ტუროვმა.

ცნობისთვის: საქართველოს მმართველი გუნდი ამ დრომდე ცდილობს, უარყოს რუსული კანონის ანტიდასავლური მიზნობრიობა და რუსეთის ინტერესებში მოქმედება.

რუსული კანონი დღეიდან შევიდა ძალაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S