ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა
03/06/2024 15:04:30 პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ამ დროისთვის [თბილისის დროით 18:50] ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ „ქართულ ქარტიას“ უკვე ხელი მოაწერა.
დოკუმენტის ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 11:00 საათიდან მიდიან.
„ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა:
- გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“;
- ეკა ბესელია - პარტია „სამართლიანობისთვის“;
- პაატა დავითაია - „ევროპელი დემოკრატები“;
- ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“;
- ელენე ხოშტარია - „დროა“;
- „კანონი და სამართალი“ –(თაკო ჩარკვიანი);
- მამუკა ხაზარაძე - „ლელო“;
- ნიკა მელია - პარტია "ახალი";
- ქეთევან თურაზაშვილი - პარტია "მოქალაქეები";
- „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" – ირაკლი ჯამბურია;
- "მოძრაობა ხალხისთვის" - კახაბერ დვალიშვილი;
- "ევროპული საქართველო" - გიგა ბოკერია;
- ენმ - თინა ბოკუჩავა;
- "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე;
- "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" - ბაჩუკი ქარდავა;
- "რესპუბლიკური პარტია" - დავით ბერძენიშვილი;
- "სტრატეგია აღმაშენებელი" პაატა მანჯგალაძე;
- პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ – ნატო და როსტომ ჩხეიძეები.
ხელმოწერების პროცესი გრძელდება.
- ცნობილია, რომ „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან "საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მიღებაზე პრეზიდენტი პარტიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს. შეხვედრა, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, მედიისათვის დახურული იქნება.
ამავე თემაზე: რა წერია "ქართულ ქარტიაში", რომლის ირგვლივაც პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს შეჯერებას სთავაზობს .


