Accentnews.ge
კვლევა: საქართველო ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ფარული ოფშორული კომპანიების მეშვეობით ყიდულობს

კვლევა: საქართველო ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ფარული ოფშორული კომპანიების მეშვეობით ყიდულობს

03/06/2024 10:14:13 საზოგადოება

"საქართველო ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ფარული ოფშორული კომპანიების მეშვეობით ყიდულობს", – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომლს ავტორები არიან: კელი ბლოსი (OCCRP), აიდან იუსიფი (iFact), ნანუკა ბრეგაძე (iFact), მარიკა დუდუნია (Studio Monitori), ფატიმა კარიმოვა (Mikroskop Media) და რობერტ დენისი (OCCRP).

“გამჭვირვალეა მთავრობა, გამჭვირვალეა ბიზნესი და უდავოა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა სხვა სუბიექტი” – “რუსული კანონის” მხარდამჭერი ეს სიტყვები სულხან პაპაშვილს ეკუთვნის.

ის მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება. თუმცა, რატომღაც, 29 აპრილს გადაწყვიტა თავისი აზრი ღიად დაეფიქსირებინა – “რუსულ კანონზე” ხელისუფლების პროპაგანდა ზედმიწევნით გაიმეორა და კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის “ქართული ოცნება” შეაქო კიდეც.

ის ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის ძმაა. ისინი ერთად ფლობენ სასტუმროებს სხვადასხვა რეგიონში, ბიზნესცენტრებს თბილისში და უძრავი ქონების კომპანია “რედიქს ჯგუფს”.

სულხან პაპაშვილი გამჭვირვალობას კი ითხოვს, მაგრამ თავად რამდენამ გამჭირვალე ბიზნეს საქმიანობას ეწევა ამაზე “აი,ფაქტის”, OCCRP-ის, “სტუდია მონიტორის”, “მიკროსკოპ მედიასა” და “მეიდანტვ”-ის ერთობლივი გამოძიებით მოგიყვებით.

ამბავი ეხება სულხან პაპაშვილის ექსკლუზიურ ბიზნესს – აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის საქართველოში იმპორტს და საქართველოს გავლით თურქეთში ტრანზიტს. ჟურნალისტური გამოძიებით ასევე გაიგებთ, რა კავშირი აქვს მსხვილ ბიზნესმენს აზერბაიჯანში გაურკვეველი გზებით გამდიდრებულ მაღალჩინოსნებთან.

2016 წელს აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია “აზერენერჯიმ” დაიწყო დიდი მოცულობის ელექტროენერგიის საქართველოში ექსპორტი და საქართველოს გავლით თურქეთში ტრანზიტი.

აზერბაიჯანული ელექტროენერგიის, ძირითადი იმპორტიორი, შუამავალი კომპანიები “ელგრინ ჰოლდინგსი”, “ელგრინ ჰოლდინგს ინქორფორეითიდ” და “შელდონ ქორფორეიშენია”. სამივე მათგანი ოფშორულ ზონებში – ბელიზსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია რეგისტრირებული.

წლების განმავლობაში უცნობი იყო, ვინ იყო ამ ბიზნესის მფლობელი. ახლა კი ვიცით რომ მინიმუმ ორ ოფშორულ კომპანიას, სულხან პაპაშვილი ფლობს. მისი სახელით მოქმედმა ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ ბიზნესმენი ამ კომპანიების 100%-ანი წილის მფლობელია", – ნათქვამია კვლევაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S