Accentnews.ge
პაპუაშვილი: ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დგას

პაპუაშვილი: ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დგას

03/06/2024 06:47:33 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებში, რომლებიც თბილისის ქუჩებში ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს "მონას" და "მოღალატეს" უწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ „ცუდად შენიღბულ“ აქტივისტებს ხედავს.

მისი მტკიცებით, „გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან დგას ცუდად შენიღბული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი“.

"გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში",– დაწერა მან სოციალურ ქსელში.

თავად დეპუტატმა თქვა, რომ "გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდებახოლმე".

მათ შორის, "აგენტების კანონის" ირგვლივ მღელვარების ფონზე, მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ხაზია, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დააკავშიროს ყველა კრიტიკოსი.

პარლამენტმა მიუხედავად ორთვიანი მასშტაბური პროტესტისა, ჯერ სამი მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", შემდეგ დაძლია პრეზიდენტის ვეტო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S