
მედია: ბათუმში რუსებმა საბიუჯეტო ორგანიზაციის სცენაზე სპექტაკლები დადგეს
31/05/2024 16:20:03 საზოგადოება
AJARTIMES.GE-ის ინფორმაციით, აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე რუსებმა ორი წარმოდგენა რუსულ ენაზე გამართეს.
გამოცემის ცნობით, მათ ”ჰამლეტის” ბილეთები ონლაინ გაყიდეს და სპექტაკლებს მხოლოდ თავად ესწრებოდნენ. გამოცემამ ფაქტის ამსახველი ფოტოებიც მოიპოვა.
“სცენა იჯარით ქართველზე გავეცი,”- ამბობს გამოცემასთან საუბრისას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე და დასძენს, რომ წინასწარ არ ჰქონია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია:
“ორჯერ, ჯამში, 1000 ლარად გავაქირავეთ სცენა, ხელშეკრულებაში არ ეწერა რა შინაარსის სპექტაკლი დაიდგმებოდა და ვის მიერ. გიმეორებთ, ქართველთან გაფორმდა ხელშეკრუკრულება. მართალია საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ჩვენი შემოსავლები დარბაზის გაქირავებითაც განისაზღვრება”.