
ონკოლოგიური პაციენტები პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიციას ამზადებენ
31/05/2024 09:31:29 საზოგადოება
ონკოლოგიური პაციენტები პრემიერ-მინისტრს პეტიციით მიმართავენ. მიზანი მათთვის გათვალისწინებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა და რიგი კვლევების დაფინანსება.
როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე განმარტავს, მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები კი - არა.
მისივე თქმით, მთავარ მოთხოვნას კვლავ წარმოადგენს ონკოპაციენტთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტის აღმოიფხვრა და ქვეყანაში ახალი მედიკამენტების შემოტანა.
ამასთან, გვანცა აფხაიძე ონკოლოგიური პაციენტების სახელით მიმართავს მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, ნუ გზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ონკოპაციენტებისთვის.