Accentnews.ge
ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

30/05/2024 18:16:00 საზოგადოება

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეებისა და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს.

ლონდონში მცხოვრები ქართველი დავით ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს".

„ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ. კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით გოიმობის, სიძულვილისა და პუტინიზმის პროპაგანდა”, – წერს ჯინჭარაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S