
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
30/05/2024 12:43:33 საზოგადოება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თავად ღლონტს საკითხის ირგვლივ კომენტარი არ გაუკეთებია.
სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.