
„წიგნით ევროპისკენ“ – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
30/05/2024 12:26:31 საზოგადოება
თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი გაიხსნა. მისი სლოგანია, „წიგნით ევროპისკენ“.
ფესტივალი გაიხსნა „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
4 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები, შეხვდნენ საყვარელ მწერლებს, ისარგებლონ ფასდაკლებებით.
როგორც განიმარტა, წლევანდელი ფესტივალი მასშტაბური ღონისძიებებით არის დატვირთული და გათვალისწინებულია ყველა ასაკობრივი კატეგორიის და გემოვნების ადამიანის სურვილები.