ქემერონი: საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
30/05/2024 11:11:04 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონის განცხადებით, "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.
აქვე ქემერონი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას
"საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.
ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას", - წერს X–ზე ქამერონი.


