
2 ივნისს თბილისში ჯარიმებისთვის აქცია-მარათონი გაიმართება
30/05/2024 10:04:02 საზოგადოება
2 ივნისს თბილისში საქველმოქმედო აქცია–კონცერტი გაიმართება.
როგორც იტყობინებიან, შეგროვებული თანხები მოხმარდება იმ ჯარიმების დაფარვას, რომლებიც სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილეებს აკისრებს. დაკისრებული ჯარიმები სოლიდურია, მათ შორის არის 2 000 და 5 000–ლარიანიც.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ შეკრება 2 ივნისს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
საქველმოქმედო მარათონის საორგანიზაციო საკითხები ზუსტდება და დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.