Accentnews.ge
ბაგებისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგებისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

30/05/2024 08:57:19 საზოგადოება

29 მაისს თბილისში, ბაგებისა და თსუ-ს მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის გასწვრივ, საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ახალი ხიდი 260 მეტრია და ის ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება.

მერიის ინფორმაციით, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან, ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია.

ხიდის გახსნის ღონისძიებაზე თბილისის მერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ. კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“, რომელიც ახალი ხიდის პროექტზე მუშაობდა.

ხიდის მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ჯამში პროექტის ღირებულებამ 36 400 000 ლარი შეადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S