
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
30/05/2024 07:31:37 საზოგადოება
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ღამით, შეშელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.