Accentnews.ge
ტიხანოვსკაია: იმედი მაქვს, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის

ტიხანოვსკაია: იმედი მაქვს, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის

30/05/2024 06:43:35 პოლიტიკა

ბელარუსიდან დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ისე ბელარუსის ადგილი ევროპაშია.

"მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ" - ამბობს ტიხანოვსკაია და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული "აგენტების კანონი" ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს:

"რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი - ბელარუსი და ქართველი ხალხი - ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს".

მისი ხედვით, "აგენტების კანონის" მიღება "შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია":

"იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S