სააკაშვილი: ჩინელებისთვის ანაკლიის გადაცემა საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხია
29/05/2024 15:31:05 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის გამოცხადდება საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.
სააკაშვილის ხედვით, დღეს ჩინეთი და რუსეთი "ერთი და იგივეა".
„ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ.
ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.
ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია“,- ამბობს სააკაშვილი.
იხილეთ ასევე: რა ვიცით ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ანაკლიის პორტის აშენებას ანდობენ


