Accentnews.ge
მეთიუ მილერი: "ქართული ოცნება" აშორებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ"

მეთიუ მილერი: "ქართული ოცნება" აშორებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ"

28/05/2024 18:11:00 პოლიტიკა

პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა უწყებაში გამართული ბრიფინგი საქართველოს საკითხით გახსნა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

"დღეს საქართველოს პარლამენტმა ვეტო დაძლია ანტიდემოკრატიული "უცხოეთის აგენტების" კანონზე, რაც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება და ამით კანონპროექტი კანონად იქცა. კანონის მიღებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აშორებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყოფს იმ ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, ქუჩაში დგას. "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროკომისიის ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს ყველაზე ახლო პარტნიორების წუხილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის სტიგმატიზაციას და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას", - განაცხადა მილერმა.

მან, გაიხსნება გასულ კვირას, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება სავიზო აკრძალვებთან და აშშ-საქართველოს ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ქმედებების გათვალისწინებით":

"როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს".

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S