მიშელი: "კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში
28/05/2024 17:58:39 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ "აგენტების კანონის" მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხს დაამატებს ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგს.
"ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში," - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.


