Accentnews.ge
"სიმწიფე და ხასიათი" - მოსკოვი საქართველოს პარლამენტს რუსული კანონის საბოლოოდ მიღების გამო აქებს

"სიმწიფე და ხასიათი" - მოსკოვი საქართველოს პარლამენტს რუსული კანონის საბოლოოდ მიღების გამო აქებს

28/05/2024 16:26:47 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მოსკოვი ეხმიანება და პარლამენტარებს "სიმწიფისა და ხასიათის გამოჩენის" გამო აქებს.

"დაძლია რა უცხოეთის აგენტების კანონზე ზურაბიშვილის ვეტო, ქართულმა პარლამენტმა ხასიათის სიმტკიცე და სიმწფე გამოიჩინა" - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა.

ცნობისთვის: "ოცნების" დეპუტატებმა დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" რუსულის ანალოგიურ კანონზე საპრეზიდენტო ვეტო 84 ხმით დაძლიეს.

რუსეთის ხელისუფლების გარდა, საქართველოში ამ კანონის მიღებას "ოცნებას" არავინ უწონებს. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ რუსული კანონის მიღებას ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S