Accentnews.ge
კობახიძე – უცხოელ პარტნიორებს: ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად

კობახიძე – უცხოელ პარტნიორებს: ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად

28/05/2024 16:20:13 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ "უცხოელი პარნიორებისგან პრაგმატულ მიდგომას მოელის". ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად. მიიღო სამართლებრიბვად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი", – განაცხადა პრემიერმა.

მისი მტკიცებით, "ეს კანონი საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებას ემსახურება".

"ამ კანონის მიღება არის ჩვენი სუვერებნიტეტის გამტკიცების პროცესი", – დასძინა მან.

მისი თქმით, "კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს":

"უცხოელი პარნიორებისგან ველით პრაგმატულ მიდგომას. იყო უამრავი ყალბი განცხადება, რომელიც გავრცელდა კანონთან დაკავშირებით. ეს ქმნის, ბუნებრივია, ცუდ ფონს მათთვის, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავდ, მე მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და დადებით შინაარსს და ეს არის ერთადერთ გზა საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. თუ ჩვენ გვინდა ჩვენ პარტნიორებთან შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, ამისათვის აუცილებელია სამართლიანობა, რომელიც პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S