
მონიტორი: გია ვოლსკის შვილი აშშ-ში 476 000-დოლარიან სახლს ფლობს
28/05/2024 14:46:57 საზოგადოება
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შვილმა აშშ-ში 476 000 დოლარად სახლი შეიძინა. მისი ცნობით, სანდრო ვოლსკიმ სახლი ვაშინგტონში 2019 წელს იყიდა.
ამასთან, მონიტორის ინფორმაციით, გია ვოლსკის შვილი მუშაობს Culmen International-ში, რომელიც ამერიკის მთავრობის კონტრაქტორი კომპანიაა.
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გია ვოლსკი ერთ-ერთია უმრავლესობის დეპუტატებს შორის, რომელიც "აგენტების კანონის" მიღებას მხარს უჭერს.