Accentnews.ge
ზამთრის საკურორტო სეზონის ჩაგდების ფონზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ზამთრის საკურორტო სეზონის ჩაგდების ფონზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

07/01/2020 08:17:43 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.

გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტეკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში.

შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის: მეექვსე დღეა, საქართველოს მთის კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება. ამის გამო ტურისტების ნაწილმა საკურორტო ზონა დატოვა. პრობლემის გაჩენის პირველივე დღიდან ადგილობრივები ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდნენ, თუმცა მათი თქმით, გუდაურში ისინი არ ჩასულან. 4 იანვარს გუდაურში წყალი მცირე ხნით მოვიდა, თუმცა როგორც სასტუმროს მფლობელები აცხადებდნენ, წყალი დაბინძურებული იყო და ერთ–ერთი ტურისტი მოიწამლა კიდეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S