Accentnews.ge
პაპუაშვილი – ოპოზიციას: გათენდება ხვალინდელი დღე და მე მგონი, მერე მადლობაც გექნებათ თქვენ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს

პაპუაშვილი – ოპოზიციას: გათენდება ხვალინდელი დღე და მე მგონი, მერე მადლობაც გექნებათ თქვენ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს

28/05/2024 09:44:24 ციტატა

"შევარდნაძე მინისტრებსაც ნიშნავდა და კანონებსაც იღებდა მითითებით. ეს არ არის გამოსავალი, რომ უცხო ქვეყნის მითითებით დანიშნო ვიღაცები. ჩვენთანაც არის ხოლმე მცდელობები კანონები მიიღო და ასე შემდეგ. ეს დამოუკიდებელი ქვეყნის გამოსავალი არ არის. მე მგონი, იქით მიდის საქმე, რომ გათენდება ხვალინდელი დღე და მე მგონი, მერე მადლობაც გექნებათ თქვენ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმდებს საკუთარი ხალხის ინტერესებით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს და რომელსაც უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი და სურს, ჰქონდეს ქართული გავლენა და არა უცხოური გავლენა ამ ქვეყანაში. მე მგონი ყველას, საბოლოო ჯამში, მადლობა გექნებათ სათქმელი იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება, დღეს თქვენს ნაცვლადაც მათ შორის, მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი ინტერესი. ეს უნდა ესმოდეს ყველა ადამიანს", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.

სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S