Accentnews.ge
პაპუაშვილი: როდესაც არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს არა პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალია, აქ არავისგან დასამადლებელი არაფერი გვაქვს

პაპუაშვილი: როდესაც არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს არა პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალია, აქ არავისგან დასამადლებელი არაფერი გვაქვს

27/05/2024 14:55:01 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "გამაოგნებელს" უწოდებს კითხვის დასმას იმის თაობაზე, “ქართული ოცნების“ ქმედებებით ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას". ამ საკითხით ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა.

პაპუაშვილის თქმით, "როდესაც არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი" და "აქ არავისგან არაფერი დასამადლებელი და დასაშანტაჟებელი არ გვაქვს".

“თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნებმა საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს. სხვა რამეზე კი არ მიდის დავა, როდესაც რუსეთს აქვს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის სწორედ ის გამოწვევა, რომელიც აქვს წესებზე დაფუძნებულ სართაშორისო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს. ისე გამოდის, რომ მიხეილ დაუშვილის პირით უპირატესობა და პრიმატი სართაშორისო სამართალს კი არ აქვს და ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმიტომ კი არ უჭერს მხარს, რომ ეს არის სართაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ შეიძლება იმიტომ უჭერდეს ან არ უჭერდეს რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა და ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა.

ეს ძალიან სახიფათო განცხადება იყო და ამ მხრივ ძალიან საგანგაშო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე: ომი კულისებში: ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S