მოსკოვი "ოცნების" გუნდის მსგავსად, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე თავდასხმებს აგრძელებს
27/05/2024 08:22:17 პოლიტიკა
მოსოვი საქართველოს მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე მორიგ თავდასხმას ახორციელებს, ამჯერად - ფედერაციის საბჭოს სენატორის - ალექსეი პუშკოვის პირით, რომელმაც ზურაბიშვილი "საქართველოს მთავარ უცხოეთის აგენტად" მოიხსენია.
ასე გამოეხმაურა პუშკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის "მოღალატედ" მოხსენიებას.
"სალომე ზურაბიშვილი საქართველოი უცხოეთის მთავარი აგენტია, რომელიც დიდი ხანია, გააზრებულად მუშაობს ქვეყნის გარე ძალებისთვის დასამორჩილებლად. სწორედ ამის გამო ებრძვის იგი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, რომელიც თავისი შინაარსით პირადად მასაც ეხება, ხოლო თავისი ვექტორით მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული" - ამგვარი კრემლისტური სადეზინფორმაციო-პროპაგამდისტული გზავნილები გააჟღერა რუსმა სენატორმა და ზურაბიშვილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თავდასხმებს "სრულიად გამართლებული და საფუძვლიანი" უწოდა, ხოლო თავად რუსულ კანონს, რომელსაც ზურაბიშვილმა ამასწინათ ვეტო დაადო, "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა კი მის დაძლევას აპირებს - "საქართველოსთვის აუცილებელი".


