
კორძაია – "ოცნებას": როდესაც ჯარის წინაშე მთავარსარდალს მოღალატეს ეძახი, ამით შეურაცხყოფას ზურაბიშვილს კი არა, ჯარს და გენერალიტეტს აყენებთ
27/05/2024 07:24:42 ციტატა
„მე მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ეზიზღება, მაგრამ როდესაც ჯარის წინაშე მოღალატეს ქვეყნის მთავარსარდალს ეძახი, ჩემი აზრით, ზიზღი უნდა გადალახო და ასე არ უნდა მიმართო პრეზიდენტს იმიტომ, რომ ის არის ჯარის მთავარსარდალი და თქვენ ამით შეურაცხყოფას სალომე ზურაბიშვილს კი არა, ჯარს და გენერალიტეტს აყენებთ. იმიტომ, რომ მათ თქვენ ეუბნებით, რომ მთავარსარდალი მოღალატე ჰყავთ, ცოტა ამაზე, რომ დავფიქრდეთ ყველანი, ცუდი არ იქნებოდა“, - ასე მიმართა ოპოზციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ "ქართულ ოცნებას" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ხმაურის ფონზე განიხილება.
ამავე თემაზე: დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა.