Accentnews.ge
გარდაიცვალა მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე

გარდაიცვალა მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე

27/05/2024 07:17:51 საზოგადოება

69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ადასტურებს.

ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „12 განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ) და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S