
გარემოს ეროვნული სააგენტო: მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება
26/05/2024 13:27:43 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.
ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"როგორც ცნობილია, გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეატში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა”. მდინარემ ავტომობილიც წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი.
ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა.