Accentnews.ge
რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი დაიღუპა

რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი დაიღუპა

23/05/2024 18:35:23 საზოგადოება

რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი დაიღუპა.

მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ აგარასთან დღეს დილით მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი გზიდან გადავარდა. თვითმხილველების თქმით, გზიდან გადავარდნილი მიკროავტობუსი ხემ შეაჩერა, რამაც მგზავრები გადაარჩინა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S