Accentnews.ge
სამინისტრო:  გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა ხვალ 13:00 საათიდან TKT.GE–ზე დაიწყება

სამინისტრო:  გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა ხვალ 13:00 საათიდან TKT.GE–ზე დაიწყება

23/05/2024 14:41:17 ეკონომიკა, საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა იწყება.

  • როდიდან და სად შეძლებენ ქომაგები ბილეთების შეძენას

"24 მაისიდან ევრო 2024 -ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ პორტალზე TKT.GE , 13:00 საათიდან", – აცხადებენ სამინისტროში.

  • ვინ შეძლებს ბილეთის შეძენას და რა ვალდებულებები ექნება ქომაგს ბილეთის შეძენის შემდეგ

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებულებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს.

მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

  • რომელი კომპანიები შეასრულებენ სუბსიდირებულ ფრენებს

სამინისტროს ცნობით, "ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის - დორტმუნდის, ჰამბურგის, კელნისა და დიუსელდორფის მიმართულებით მთავრობის სუბსიდირებული ჩარტერებით გაემგზავრონ.

განისაზღვრა იმ ავიაკომპანიების სია, რომლებიც ევრო - 2024 - ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ:, Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings.

ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად დაესწრნონ ერთ, ორს ან სამივე მატჩს.

აღსანიშნავია, რომ პორტალზე მითითებული იქნება ოპტიმალური მიმართულება გერმანიის კონკრეტული აეროპორტიდან საფეხბურთო მატჩის მასპინძელ ქალაქში მოსახვედრად".

  • რამდენი სუბსიდირებული ბილეთია განსაზღვრული და რა ღირს გზა

"ევრო 2024-ის 3 000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S