Accentnews.ge
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

23/05/2024 13:29:16 ეკონომიკა

23 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9578 ლარი გახდა.

16 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S