
თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო
23/05/2024 12:12:57 საზოგადოება
თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტში სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კლიენტი ამ ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა. დაპირისპირების შემდეგ იგი მანქანაში ჩაჯდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა განახორციელა. ტყვია გამვლელს მოხვდა. დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია.
პირი, რომელმაც სროლა განახორციელა, დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.