
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო
23/05/2024 09:24:07 საზოგადოება
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა, თუმცა დაცვის თანამშრომლის დანახვის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.