
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
23/05/2024 06:30:39 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იგი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.