
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა
22/05/2024 09:57:10 საზოგადოება
2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ - იტყობინება "სასამართლოს გუშაგი".
ორგანიზაცია განმარტავს, რომ სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:
- 1. ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
- 3. სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 4. ალექსანდრე გზირიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე5. ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 6. ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 7. გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 8. თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 9. თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 10. ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 11. დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 13. ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 14. სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 16. ფოლადიშვილი ლეილა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 17. ლევან ყოლბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 18. ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 19. ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 20. მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 21. უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე