
სტუდენტები მსვლელობის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
20/05/2024 19:47:43 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ.
სტუდენტებმა დღეს მსვლელობა მეტროს სადგურ წერეთლის და სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყეს, შემდეგ გიორგი სააკაძის მოედანზე გაერთიანდნენ და პარლამენტისკენ დაიძრნენ.
ორგანიზატორების თქმით, ისინი ხვალ რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან, თუმცა მიმართულებას არ ასაჯაროებენ.