Accentnews.ge
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბარეს

სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბარეს

20/05/2024 14:24:16 საზოგადოება

20 მაისს, 18:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბარეს.

ჯაფარიძე სისხლის სამართლის საქმეზეა დაბარებული, თუმცა დეტალები უცნობია. გამოკითხვა სავარაუდოდ, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში აქციების მრავალი მონაწილე დაიბარეს გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

როგორც გაირკვა, საუბარია შემდეგ მუხლებზე:

  • მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა - ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილოავდნენ აქტივისტების საქმეებს. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. ცოტა ხნის წინ, 500 ლარით დააჯარიმეს "გირჩი – მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S