
იანვარ-აპრილში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 649.2%-ით გაიზარდა
20/05/2024 13:54:40 საზოგადოება
2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 649.2%-ით გაიზარდა. ხოლო, აპრილში 99.5%-ით,– იტყობინება bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურზე დაყრდნობით.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ 36.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 4.8 მლნ აშშ დოლარის.
სრული 4 თვის მონაცემებით მთავარი იმპორტიორი კატარია, ხოლო გასული თვის მონაცემებით გერმანია. აპრილში საქართველომ გერმანიიდან 9.4 მლნ აშშ დოლარის საფრენი საშუალებები შეიძინა.
იანვარ-აპრილის TOP-5 იმპორტიორის ჩამონათვალი კი შემდეგია:
- კატარი - 22.01 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია - 9.4 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - 3.7 მლნ აშშ დოლარი;
- იტალია - 331.2 ათასი აშშ დოლარი;
- ლატვია - 327.06 ათასი აშშ დოლარი.
რაც შეეხება რეექსპორტს, მაჩვენებელი ნულოვანია. ხოლო ექსპორტზე 5.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები გავიდა თებერვალსა და აპრილის თვეში.