Accentnews.ge
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

20/05/2024 13:32:33 ეკონომიკა, საზოგადოება

20 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9940 ლარი გახდა.

0.68 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4982 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.56 თეთრი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

"აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ანუ 14 მაისიდან ლარი დოლართან ჯამში 7.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 11 თეთრით.

BAG მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, მომდევნო დღეებშიც, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული უკლებლივ ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება

"როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარომეტრი და კურსის ვარდნა ყოველთვის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს სუბიექტებსა და შესაბამისად ეკონომიკაზე.

ამასთან, ჩვენი დაკვირვებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გარკვეული ვარდნა კონიუნქტურული რყევებით იყო განპირობებული. ფაქტია, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და შესაბამისად ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები.

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.

მივესალმებით, გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს და მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, მომდევნო დღეებშიც, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული უკლებლივ ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება.

ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება კი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია და პირდაპირპროპორციულ კავშირშია ბიზნესის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. ამავდროულად ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია", - წერია BAG-ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S