Accentnews.ge
საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

20/05/2024 11:37:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის. საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა", –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის ფაქტი დღეს დაადასტურა. პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ, სულ მცირე, 6 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S