ზურაბიშვილი: ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, მან საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა
20/05/2024 10:56:20 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ესაუბრა ესტონელ კოლეგას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


