
საქსტატი: იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა
20/05/2024 08:17:12 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა და 805.9 მლნ დოლარი შეადგინა.
იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 მილიარდ 763 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 10.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 45.7%-ს შეადგენს.
იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.5% შეადგინა. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, მას მოსდევენ თურქეთი და ჩინეთი.