Accentnews.ge
სასამართლო 54 დემონსტრანტის საქმეს განიხილავს

სასამართლო 54 დემონსტრანტის საქმეს განიხილავს

20/05/2024 08:14:12 სამართალი, საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ჩანიშნულია ჯამში 54 დემონსტრანტის საქმის განხილვა. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, კერძოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას.

აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება მათ წინააღმდეგ, პროტესტის მონაწილეების დასაშინებლად დაიწყო, სასამართლოს კი სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებენ. აქტივისტებს 500 ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელიც 10 დემონსტრანტის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ შსს–მ "მკვდარი კანონები გააცოცხლა".

ის ხაზს უსვამს, რომ თავად კონსტიტუციით ხელმძღვანელობს, სადაც წერია, რომ ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება და როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა.

"ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონი, შეკრების შესახებ კანონს იცავს და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავისი პროტესტი. ეს ახალი მუხლი აამოქმედეს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ათასობით ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე და როგორ შეიძლება მათ გზა ხელოვნურად გადაეკეტათ? ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს. ამგვარი საქმეები სასამართლოში არ ყოფილა. დღეს ვნახოთ შსს რა არგუმენტებს წარადგენს. მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ!

ადმინისტრაციული კოდექსი, საბჭოთა კოდექსია. მკვდარი კანონებია, რომლებიც დღეს გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტება", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S