
საქსტატი: 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა და ყირგიზეთი კლავ პირველ ადგილზეა
20/05/2024 08:00:02 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა. მისივე ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია.
"2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (291.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (230.4 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (208.3 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (839.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (606.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (445.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (964.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (836.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (497.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 576.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 126.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 82.4 მლნ. აშშ დოლარით (4.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 721.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 422.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 217.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი)“,- აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.